ჩინელებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც კიბოს გამოსახულებას კითხულობს

ჩინეთის სამეცნიერო-კვლევითმა ჯგუფმა შექმნა ს უნივერსალური მოედლი, რომელსაც შეუძლია კიბოს პათოლოგიების გამოსახულების დეტალური წაკითხვა.
China’s Air Force Medical University-ის, Tsinghua University-სა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანია SenseTime-ის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში პათოლოგიების 300 ათასამდე ციფრული გამოსახულება გამოიყენეს.
კვლევის ავტორების მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტის უნივერსალურ მოდელს შეუძლია 20-ზე მეტი ორგანოს მდგომარეობის გაანალიზება. ტექნოლოგია მოიცავს დაზიანებების ამოცნობას, მრავლობითი კიბოსა და ბიომარკერების შეფასებასაც.
აღინიშნა, რომ აღნიშნულმა სისტემამ სახელწოდებით PathOrchestra 95%-ზე მეტ სიზუსტეს მიაღწია კიბოს 50 შემთხვევაში.
ეს ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის სფეროს სწრაფი ზრდის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
JANDACVA.GE

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო არ არის პროგნოზირებადი, სანამ ჩვენ გვაქვს ასეთი დაპირისპირება, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სანამ ქვეყანა ასეა გახლეჩილი, როცა ერთის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მეორე მხარეთა პოზიციისგან“ – რომან კაკულია