“ცაცია ოსტატი”: “სათამაშოების სერტიფიცირება ძვირი სიამოვნებაა”

“სათამაშოების სერტიფიცირება ძვირი სიამოვნებაა”,- ამის შესახებ BM.GE-სთან ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „ცაცია ოსტატის” დამფუძნებელმა, შოთა შანშიაშვილმა განაცხადა.
საქმე ისაა, რომ წლის დასაწყისში, კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 ევროპული კომპანია, კერძოდ 2 გერმანული და 1 ესპანური კომპანია გაიცნო, რომლებთანაც მოლაპარაკებები დაკონტრაქტებამდე იყო მისული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია ამ დრომდე ხის სათამაშოების საწარმოებლად საჭირო სერტიფიცირებას არ ფლობს, შეთანხმება დროებით დაპაუზდა.