უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვების, რვაჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და რვაჯერ წააგეს – მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ – ირაკლი

2012 წლიდან მოყოლებული, “ნაცმოძრაობა”, მათ შორის, კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება “ქართული ოცნება” თუმცა, მათ უკვე 8 წააგეს და აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და, ასევე, გარანტირებულად, მე-11 არჩევნებს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი შემცირდა, არის იმედგაცრუება, ვინაიდან, მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ მათი გამარჯვების.
“ყოველი არჩევნების წინ ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა, შემდეგ იწვევენ ამომრჩევლებში იმედგაცრუებას. ამით ალბათ, მათი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის სწორედ ეს იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. 8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და 8-ჯერ წააგეს. რა თქმა უნდა, მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ შემდეგ არჩევნებს”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას