საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს – რა ქონებას ფლობს გიორგი გაბიტაშვილი?

საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე, პარლამენტმა, 6 წლის ვადით, გიორგი გაბიტაშვილი 80- ხმით აირჩია.
შეგახსენებთ, რომ ის 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
გიორგი გაბიტაშვილის მიერ, გასული წლის აგვისტოში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის წევრები არიან დედა, მეუღლე და ორი შვილი.
დოკუმენტის თანახმად, თავად ფლობს 2 ბინას თბილისში, რომელთა ჯამური ღირებულება 145 000 აშშ დოლარია, ასევე 3 მიწის ნაკვეთს, თბილისსა და სოფელ ორბეთში.
ახალი პროკურორის დედის საკუთრებაშია: თბილისში მემკვიდრეობით გადაცემული საცხოვრებელი სახლი, ბინა, არასაცხოვრებელი ფართი და ორი მიწის ნაკვეთი.
გიორგი გაბიტაშვილის ცოლის სახელზეა, საკუთარი სახსრებით, 200 000 აშშ დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი თბილისში, დაბა წყნეთში და 19 813 აშშ დოლარიანი მსუბუქი ავტომანქანა lexus nx 300.
დეკლარაციის თანახმად, გიორგი გაბიტაშვილს, დოკუმენტის შევსების მომენტში, “თიბისი ბანკის“ სახელფასოზე ჰქონდა – 8 438,49 ლარი, ხოლო “საქართველოს ბანკის“ საბარათეზე – 56 868,8 ლარი.
ასევე, დანაზოგის სახით, 180000 ლარი, ხოლო, შემოსავალი უძრავი ქონებიდან – 115 000 აშშ დოლარი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტზე, 1 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით 92 620 ლარი აქვს მიღებული.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ