პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით, 76 ხმით მიიღო.
უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განმარტებით, კანონპროექტით წესრიგდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესთან, ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევასთან, სტანდარტიზაციის საბჭოსთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ასევე დაგაინტერესებთ