გიორგი მიქაუტაძემ „ლიონთან“ კონტრაქტი გააფორმა

გიორგი მიქაუტაძესა და „ლიონს“ შორის კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაფორმდა და ტრანსფერის თანხამ 18,5 მილიონი ევრო შეადგინა. ინფორმაციას ფრანგული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლიონი“ სიხარულით გაცნობებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე თავისი ბავშვობის კლუბში დაბრუნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ხელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა, რომელიც მას „ლიონთან“ 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს“, – წერს „ლიონის“ ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელია. თავის ყოფილ კლუბ „მეცში“ კი გიორგიმ გასულ სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ