მილსადენის დაზიანების გამო, პოლონეთში, სობიესკის მაღაროში 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი – დაშავდა.
პოლონური მედიის ცნობით, მაღაროს სავენტილაციო განყოფილების 6-კაციანი ბრიგადა 500 მეტრის სიღრმეზე მუშაობდა. მათ საყრდენი მილსადენი უნდა გაეწმინდათ, რომელიც წყლით შევსებისას გასკდა. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეოთხე კი მოგვიანებით. ორი მაღაროელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
უბედური შემთხვევა ქალაქ იავოჟნიეში, 28 ნოემბერს მოხდა.