ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი სამხრეთ იაპონიასთან ახლოს ოკეანეში ჩავარდა. თვითმფრინავის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილობრივი მეთევზეების კოოპერატივის ცნობით, მეთევზეებმა სამი ადამიანის პოვნა მოახერხეს, თუმცა, მათი მდგომარეობა უცნობია.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფა კაგოშიმას პრეფექტურის კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს მოხდა.
სამხედრო თვითმფრინავი იოკოტას საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ქალაქ ოკინავას მიმართულებით მიფრინავდა.
იაპონიის სანაპირო დაცვა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებს.