თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირებების გაღრმავებაზე და უამრავ დაგროვილ პრობლემებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიის დღევანდელ მენეჯმენტს – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქციის წევრები ს გადადგომას ითხოვენ:
“ლევან ხაბეიშვილმა უამრავი გაცემული დაპირებების ( ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება- ს განთავისუფლება) შესრულების ნაცვლად მოსვლის დღიდანვე დაიწყო ღვაწლმოსილი ადამიანების გაყრა და ,,ქართული ოცნების” ნარჩენებით პარტიის გავსება , რითაც დაასუსტა, ნგრევისა და დაშლის ზღვარზე მიიყვანა პარტია. იმისათვის, რომ პარტიაში და პარტიის ამომრჩევლებში არ იყოს უსამართლობის განცდა და გამოინახოს ერთმანეთთან მისასვლელი გზები , რათა ერთიანი ძალებით გავიდეთ ბრძოლის ველზე ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ , მოვითხოვთ ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას ყრილობა,რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს,რომელიც წარმართავს პარტიის საქმიანობას.” ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – კახა ბუცხრიკიძე და საკრებულოს ფრაქციის წევრები:
რამინი რობაქიძე
დავითი ცხადაძე
ნატალია ასათიანი
კობა კირკიტაძე
თამუნა ახვლედიანი
მერაბ ბასილაძე
ფრიდონ გვენეტაძე
იხილეთ ასევე:
· თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ;
· ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა | მუმლაძე;
· “მოვითხოვთ, ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს” | ს და მცხეთის საკრებულოს ფრაქცია ენმ;
· “დაუყოვნებლივ გადადგეს ლევან ხაბეიშვილი” | ამბროლაურის საკრებულოს ფრაქცია ენმ;
· ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრებიც უერთდებიან;
· ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ