უკრაინაში მებრძოლი რუსი გენერალი, სავარაუდოდ, ნაღმზე აფეთქდა. გენერალი ვლადიმერ ზავადსკი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კრინოკის ოლქში დაიღუპა. თუმცა, ნაღმზე აფეთქების გარდა, გენერლის სიკვდილის სხვა ვერსიებიც არსებობს.
ერთ-ერთი ვერსიით, მას უკრაინული BTR-82A-დან ცეცხლი გაუხსნეს.
არსებობს ალბათობა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შური იძიეს უმაღლეს სარდლობაზე იმის გამო, ისინი წინასწარ განწირულ შეტევაზე გაუშვეს და მიატოვეს.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძოდნენ რუსეთის არმიასთან პოიმასა და კრინოკის რაიონებში. ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ მხარეში რუსებმა მასიურად ააფეთქეს ნაღმები, რის გამოც კრინკში ოკუპანტებს შორის ბუნტი ატყდა.