გენერალური პროკურორი – ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ წლებია, მასთან კომუნიკაცია არ მქონია – უწყებაში მის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა

საქართველოს ახლადარჩეული გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ „წლებია, მას ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია“.
მისი თქმით, უწყებაში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა.
„ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის, მისი მთავარი პროკურორობის დროს მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. აქვე გეტყვით, რომ მე არ პოზიციაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს დავინიშნე. ერთ თვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა, რაიმე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში არის მხოლოდ სპეკულაცია. დიდი ხანია არ მქონია მასთან კომუნიკაცია, წლებია“, – განაცხადა გაბიტაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება