“ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, გა­და­სა­რე­ვი ბავ­შვია“ – რას ამბობენ თბილისში მიხეილ ჩხიკვიშვილზე, რომელიც ამერიკაში უმძიმესი ბრალდებით დააკავეს

ამე­რი­კე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლის, მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აქამ­დე ოჯა­ხის­თვის და მი­ხე­ი­ლის­თვის სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავთ. მათი თქმით, ახალ­გაზ­რდა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა აგ­რე­სი­უ­ლი.
“ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ, გა­და­სა­რე­ვი ბავ­შვია. აგ­რე­სი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა. დედ-მამა ნორ­მა­ლუ­რი ხალ­ხია, და ჰყავს. ვიცი, რომ ბე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. სხვა არა­ფე­რი ვიცი” – ამ­ბო­ბენ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის მე­ზობ­ლე­ბი “რუს­თა­ვი 2”-თან სა­უბ­რი­სას.
ცნო­ბის­თვის, 8 ივ­ლისს კი­ში­ნი­ოვ­ში ინ­ტერ­პო­ლის მო­თხოვ­ნით და­ა­კა­ვეს და -ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცეს მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი. 20 წლის ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი მეტ­სა­ხე­ლე­ბია: “მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი”; “მიშ­კა” და “ყა­სა­ბი”.
აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ მა­ნი­ა­კუ­რი მკვლე­ლო­ბის კულ­ტის ლი­დე­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი კულ­ტი ცნო­ბი­ლია რო­გორც Maniacs Murder Cult, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა.
გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კულ­ტი მიჰ­ყვე­ბა ნე­ო­ნა­ცის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას, ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბა­სა და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, კერ­ძოდ, ებ­რა­უ­ლი თე­მი­სა და სხვა ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც “არა­სა­სურ­ვე­ლად” მი­იჩ­ნე­ვენ.
ნიუ-იორ­კის პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, 20 წლის მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი რო­გორც „მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი“, ბრუკ­ლი­ნის ებ­რა­ულ სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის­თვის მო­წამ­ლუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლის და­რი­გე­ბას გეგ­მავ­და. მას ასე­ვე და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და თავ­დას­ხმე­ბის სე­რია უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე.

ასევე დაგაინტერესებთ