ბელარუსის სანომრე ნიშნიანი ავტომანქანები ესტონეთსა და ლიეტუვაშიც ვეღარ შევლენ

ბალტიის კიდევ ორმა ქვეყანამ აკრძალა თავიანთ ტერიტორიებზე ბელარუსის სანომრე ნიშნიანი ავტომანქანების შესვლა.
ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა გაამკაცრა ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციები, რათა აღკვეთოს ში ომის გამო სთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა.
ესტონეთის მიერ ამოქმედებული აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნით მოძრავ და დიპლომატიური სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანებზე. ყველა სხვა შემთხვევაში, ბელარუსის სანომრე ნიშნიანმა ავტომობილებმა ესტონეთში ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაიარონ და საბაჟოზე დეკლარირებული უნდა იყვნენ.
დღეიდან, 18 ივლისიდან, ბელარუსის სანომრე ნიშნიანი ავტომანქანებისთვის ანალოგიური წესები მოქმედებს ლიეტუვაშიც. 16 ივლისს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ლატვიამ.
ფორუმი