GITA-სა და GAIA-ს ორგანიზებით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, 16 ივლისს ქართული AI და მონაცემთა ტექნოლოგიების საზოგადოების შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა AI კომპანიებმა და სტარტაპებმა წარმოადგინეს პროგრესი, რომელსაც გასულ პერიოდში მიაღწიეს.
„შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხედვა, გეგმები და ამ პროცესში ტექნოლოგიური და სამეწარმეო საზოგადოების ჩართულობა.
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღე 2021 წლიდან აღინიშნება კომპანია AI Heart-ის ინიციატივით და მიზნად ისახავს იმ წვლილის წარმოჩენას და დაფასებას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში შეაქვს და მომავალში უფრო აქტიურად შეიტანს.
საქართველოში ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის მთავარ 3 ტექნოლოგიურ პრიორიტეტში დასახელდა. GITA, საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ახალი პროგრამებისა და პროექტების შექმნაზე, რომელიც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ფუნდამენტურ კვლევებს, ტექნოლოგიების განვითარებას და საერთაშორისო პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღის აღნიშვნისთვის გაერთიანება კი კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ტექნოლოგიური საზოგადოების მზაობას და სურვილს, რომ გლობალური მოძრაობის ნაწილი იყოს და მისი განვითარების სწრაფ ტემპს მუდმივად მიჰყვეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან