კონგრესი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში საქართველოს მიმართ პოლიტიკას განიხილავს

23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტში განიხილავენაშშ-ის პოლიტიკას საქართველოსა და მოლდოვის მიმართ 2024 წლის საპარლამენტო არჩნევნების წინა პერიოდში.
განხილვაზე სიტყვით წარსდგება: სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე, ჯოშუა ჰაკი, რომელიც სამხრეთ ევროპისა და კავკასიის მიმართ -ს პოლიტიკას ზედამხედველობს. ასევე, სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონული საკითხებში, კრისტოფერ სმიტი და USAID-ში ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტის მოადგილე, ალექსანდერ სოკოლოვსკი.
შესაძლოა, მომხსენებელთა სია კიდევ გაიზარდოს.
განხილვა საქართველოს დროით 22:00 საათზე არის ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა