ოკუპირებულ აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტის განხილვას შეტაკება მოყვა

ოკუპირებულ ს აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტის განხილვას შეტაკება მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მათი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტის განხილვა და საკომიტეტო მიღება მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათსა და ე.წ. სამართალდამცავებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.
„ხალხი, რომელმაც გუშინ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა, რათა საკუთარი წარმომადგენლები დაუშვან საკუთარი ალტერნატიული აზრის გამოსათქმელად, დაშვებული არ იქნა… აფხაზური ერისგან ცალკე დღეს კანონებს მიღებას ცდილობენ, რომლებიც აფხაზური სახელმწიფო განადგურებას ისახავენ მიზნად”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ.
წყარო: რადიო თავისუფლება.