ლაბორატორიის აღჭურვა და ₾50 000-იანი ლიცენზიის აღება – თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება – ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა. საკითხი დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კანონპროექტი რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს – ის აწესებს ვალდებულებას რომ საქართველოში თამბაქოს წარმოებას ესაჭიროება ლიცენზია, ხოლო ამ ლიცენზიის მოპოვებისთვის კი კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალებათ, სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს რომ პროდუქტი შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მთავრობის მიერ იქნება განსაზღვრული. კანონპროექტის ავტორის არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმ სტანდარტებს, რომლებსაც ლაბორატორია უნდა აკმაყოფილებდეს. კანონპროექტი შეეხება როგორც სიგარეტის, ასევე დაჭრილი თამბაქოს და თუთუნის წარმოებას.
“თამბაქოს ლიცენზიის მაძიებელს ვალდებულება უჩნდება, რომ ჰქონდეს ლაბორატორია სათანადოდ აღჭურვილი, ამ პირობებს თუ რა უნდა აკმაყოფილებდეს ეს მაძიებელი ეს განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით, რადგანაც ამის გაწერა კანონში არარელევანტურია, და ტექნიკური დეტალებია. ამავდროულად ლაბორატორია რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ესეც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება და მეტი შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით მეტი კონტროლი არსებობდეს ამ დარგში.
განისაზღვრება რომ თამბაქოს მწარმოებელს უჩნდება ლიცენზირების ვალდებულება და შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება”, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა არჩილ გორდულაძე.