რუსეთს სასარგებლო იდიოტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ჰყავთ და სწორედ ამას ვუკავშირებ არესტოვიჩის განცხადებას – თეონა აქუბარდია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
არესტოვიჩმა, საკუთარ ონლაინბლოგში, ომზე, რუსეთზე, ნატოსა და დასავლეთის ინტერესებზე ისაუბრა. მისი თქმით, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,” – აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი.
არესტოვიჩი სვამს კითხვას, “ბევრი ამბობდა, ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ, პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?”
არესტოვიჩის ამ ინტერვიუს პოლიტიკურ წრეებში გამოხმაურებები მოჰყვა – ოპოზიციის ნაწილი არესტოვიჩის განცხადებებს არასწორს უწოდებს. ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ რუსეთს “სასარგებლო იდიოტები არა მხოლოდ საქართველოში, უკრაინაშიც ჰყავთ”.
“სასარგებლო იდიოტები რუსეთს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც ჰყავთ და სწორედ ამას ვუკავშირებ მე განცხადებას, რომ თითქოს ნატოზე უარის თქმა იხსნიდა უკრაინას რუსეთის აგრესიისგან, რომელიც არ იყო პროვოცირებული და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს. მოცემულობაში, როდესაც უკრაინას ჰყავდა იანუკოვიჩი, რომელმაც უარი თქვა ნატოზე, მაგრამ ამან არ იხსნა უკრაინა ყირიმის ანექსიისგან, ეს განცხადება არასწორია შინაარსობრივად და ეხმარება რუსეთის პროპაგანდას,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”