ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, შესაძლებელი გახდა იმ შენობაზე დარტყმა, რომელშიც იმ დროისთვის რუსი ოფიციალური პირები თათბირს მართავდნენ – ინფორმაციას უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის წარმომადგენელი ავრცელებს.
მისი ცნობით, ადგილობრივებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ სოფელ იუვილეინში სამხედრო მაღალჩინოსნები იკრიბებოდნენ.
თავდასხმის დროს ხუთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკვდა.
ტელეგრამ არხით აფეთქების ადგილზე გადაღებული ფოტომასალაც ვრცელდება