გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიქანაძემ ჯერ მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, შემდეგ კი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.
„გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ესაუბრა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სტუდენტებთან შეხვედრა მიშელ მუსხელის, ნოდარ ტაბიძისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტუდენტური კლუბების ინიციატივით განხორციელდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის