იანისისა და ლილარდის კომბინირებული 65 ქულა – “ბაქსის” მორიგი გამარჯვება [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში In season tournament-ის მორიგი ტური გაიმართა.
“მილუოკი ბაქსი” “მაიამი ჰიტს” ესტუმრა და 131:124 დაამარცხა.
იანის ანტეტოკუნმპომ თავი 33 ქულით, 10 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
დემიენ ლილარდმა 32 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მასპინძელთა მხრიდან ბემ ადებაიომ გუნდს 31 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
კაილ ლოურიმ 21, ხოლო ჯოშ რიჩარდსონმა 20 ქულა ჩააგდეს.
ამრიგად, “ბაქსი” აღმოსავლეთის B დივიზიონში 4 გამარჯვებითა და არცერთი წაგებით 1-ელ
ადგილს იკავებს. “ჰიტი” 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით მე-3 პოზიციაზეა.
“მილუოკი” მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს, “ჩიკაგო ბულზთან” გამართავს.
“მაიამი” იმავე რიცხვში “ინდიანა პეისერსს” უმასპინძლებს.