რუსეთის ტყვეობიდან 95 უკრაინელი გაათავისუფლეს

რუსეთის ტყვეობიდან 95 უკრაინელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენიანების სახლში დაბრუნებას ვაგრძელებთ. რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 დამცველი გათავისუფლდა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და მესაზღვრეები არიან“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა გაცვლის პროცესში ჩართულ გუნდს და შუამავლობისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.
„როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ ყველას ვეძებთ, ვინც შეიძლება ტყვეობაში იყოს. ყველა უნდა დავაბრუნოთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს