„წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი”, – პენტაგონის პრესსპიკერი

სტატია მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.
„საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობა გრძელდება”,- ამბობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი, გენერალ-მაიორი პატრიკ რაიდერი და განმატავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას გააძლიეროს თავდაცვის შესაძლებლობები.
“ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან და გზების ძიებას რათა გაძლიერდეს საქართველოს უნარი დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ წვრთნების მნიშვნელობას, რასაც პარნიორები და მოკავშირეები მატებენ ისეთ წვრთნებს, როგორიც არის ღირსეული პარტნიორი.
ასე, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ველით მომავალ შესაძლებლობებს ვითანამშრომლოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან”,- თქვა პატრიკ რაიდერმა გამართულ პრესკონფერენციაზე, “ამერიკის ხმის” კითხვაზე პასუხად, აღიქვამს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტი, ბოლოს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს როგორც მეგობრულ ქვეყანას რეგიონში.
თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა მანამდე განმარტა, რომ ამ ეტაპზე “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების გადადების გარდა არცერთი ქართულ-ამერიკული პროგრამა არ გაუქმებულა ან შეჩერებულა.
სამხედრო წვრთნების “ღირსეული პარტნიორის” გაურკვეველი ვადით გადადების გადაწყვეტილება, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს გამოაცხადა.
გასულ კვირას, რაიდერმა ეს ნაბიჯი შემდეგნაირად ახსნა.
“სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია”, – ამბობს პეტ რაიდერი და დასძენს, რომ ეს მიზანი არა ამერიკას, არამედ – რუსეთს აქვს.
ა ის, ვინც ცდილობს ში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას”, – უთხრა მან “ამერიკის ხმას” ნატოს სამიტის მიმდინარეობისას.
გადაწყვეტილების გამოცხადებისას, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებებია.
“გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, რათა მას მეორე ფრონტი გაეხსნა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და რომ მათ მონაწილეობა მიიღეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. აქედან გამომდინარე, შეერთებული შტატების მთავრობამ დაადგინა, რომ ეს არის შეუსაბამო დრო საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.”- წერია 5 ივლის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამავდროულად, გასულ კვირას, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო ასევე ევროკავშირმა. ბლოკმა ქვეყანას თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გაუყინა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება