გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე tradiciulad უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ლიდერობს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში Wizz Air-მა 553 744 მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 17%-იან წილს ფლობს. მეორე ადგილზე კი ავიაკომპანია Turkish Airlines-ია.
რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის და პროცენტული წილის მიხედვით TOP-5 ავიაკომპანია შემდეგია:
· Wizz Air – 553 744 მგზავრი, ბაზრის 17%;
· Turkish Airlines – 286 979 მგზავრი, ბაზრის 9%;
· Pegasus – 262 542 მგზავრი, ბაზრის 8%;
· Georgian Airways – 232 890 მგზავრი, 7%;
· Azerbaijan Airlines – 192 773 მგზავრი, 6%.