თამარ ჩუგოშვილი – მმართველ პარტიას რაიმე ტიპის განახლება ძალიან გაუჭირდება, მას მერე, რასაც სჩადიან – ჩვენ წყალში გვეყრება ათწლეულების შრომა და ვკარგავთ საუკუნის შესაძლებლობებს „ქართული ოცნების“ გამო

„ქართულ ოცნებას“ რაიმე ტიპის განახლება ძალიან გაუჭირდება, ყოველ შემთხვევაში, დამაჯერებელი განახლება, ისეთი, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვება შეძლოს მას მერე, რასაც სჩადიან, – ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამო, საქართველო საუკუნის შესაძლებლობას კარგავს და ამ დროს ხელისუფლების გვერდით დგომა ამ საქმეში ხელშეწყობის ტოლფასია.
„ზოგადად მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ტიპის განახლება ძალიან გაუჭირდება, ყოველ შემთხვევაში, დამაჯერებელი განახლება, ისეთი, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვება შეძლოს მას მერე, რასაც სჩადიან, ძალიან რთული ამოცანაა. მე არ მჯერა, რომ რომელიმე ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, იმ პროცესებში მიეხმარება „ქართულ ოცნებას“ და იმ საქმეში, რასაც ისინი აკეთებენ. ვინც არ უნდა წარადგინონ, უბრალოდ ძალიან დამეკარგება ნებისმიერ ადამიანზე შთაბეჭდილება, ვინც ახლა მათ გვერდით დადგება.
ზოგადად, ტაქტიკურად ასე იყო – არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც კამპანია იწყებოდა (ოფიციალურად კამპანიის დაწყება კანონით არის გაწერილი), „ქართული ოცნება“ ამ დროს წარადგენდა ხოლმე ე.წ. ახალ სახეებს, ანუ საზოგადოებას აჩვენებდა ხოლმე, რა განახლების რესურსი ჰქონდა და საკუთარი რიგების შევსებას როგორ აპირებდა.
ჩვენ წყალში გვეყრება ათწლეულების შრომა და ვკარგავთ საუკუნის შესაძლებლობებს „ქართული ოცნების“ გამო და ახლა მათ გვერდით დგომა ნიშნავს საქმეში დახმარებას, საქართველოს დასავლეთისგან იზოლირებას და ს ამარა დატოვებას“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის