მსოფლიოში ცნობილმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ – The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland – აღმოსავლური ხელოვნების საგანძურის გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა

მსოფლიოში ცნობილმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ – The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland – აღმოსავლური ხელოვნების საგანძურის გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა
მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება – The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland – ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მიერ განხორციელებულ უნიკალურ გამოფენას დადებითი შეფასებით ეხმაურება.
„წარმოდგენილმა შესანიშნავმა ექსპონატებმა დამთვალიერებელი მისტიკის, მშვენიერებისა და ისტორიული მნიშვნელობის სამყაროში გადაიყვანა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
სტატიაში საუბარია ხელოვნების სასახლის აღმოსავლური კოლექციის უნიკალური არტეფაქტების მეშვეობით აღმოსავლურ სამყაროსთან კავშირის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
სტატიაში ვხვდებით გამოფენის ამსახველ კადრებსა და ექსპონატთა ფოტოებს.
საზოგადოება 2023 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის კვლევასა და საერთაშორისო დონეზე მის პოპულარიზაციას. სწორედ საზოგადოების სადებიუტო წარმატებული პროექტია აღმოსავლური ხელოვნების კოლექციის გამოფენა. გამოფენის გახსნასთან ერთად გამოიცა კატალოგი „ხელოვნების სასახლის აღმოსავლური კოლექცია“.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ხელოვნების სასახლისა და საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების ძალისხმევით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან