სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებულ გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ა.მ. ბრალდებულის სახით,მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო” – აცხადებს შსს.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.