ინდოეთმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიმართ კრიტიკული განცხადების გამო, უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, – ინფორმაციას Economic Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინდოეთმა ასევე გადადო კულტურის სფეროში უკრაინა-ინდოეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც ნარენდრა მოდი რუსეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა და ეს ნაბიჯი “დიდ იმედგაცრუებად და სამშვიდობო მცდელობებისთვის დიდი დარტყმის მიყენებად შეაფასა“.