უკრაინელ მოქალაქეთა 44% მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა – სოციოლოგიური გამოკითხვა

უკრაინელთა თითქმის ნახევარი (44%) მიიჩნევს, რომ დადგა დრო რუსეთთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. ასეთია იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რომელიც კიევში მდებარე „რაზუმკოვის ცენტრმა“ ჩაატარა ს მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამასთან გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ სამოქალაქო პირები, რომლებიც არ არიან ჩაბმულნი საბრძოლო მოქმედებებში.
“ამჟამად შეუძლებელია არმიის აზრის შესწავლა, რომელიც ატარებს ომის ტვირთს და აქვს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია კვლევის შედეგები მთელი ქვეყნის აზრად მივიჩნიოთ”, – ხაზგასმულია სოციოლოგიურ კვლევაში.
უფრო მეტი უკრაინელი, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას (60%), ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთით, ხოლო ყველაზე ნაკლები (33%) – აღმოსავლეთში.

მაგრამ ყველა რეგიონში გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება ს ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, მ თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს რუსეთის მიერ ანექსირებული ქვეყნის ოთხი რეგიონიდან. ასევე, მოქალაქეთა 58% არ ეთანხმება უკრაინის ნეიტრალურ, არაბლოკურ სტატუსს, რასაც მოსკოვი ასევე მოითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 15 ივლისს განაცხადა, რომ ნოემბრისთვის ქვეყნის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები შეიმუშავებენ მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობის გეგმას. პირველი ასეთი ფორუმი შვეიცარიაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე 15-16 ივნისს გაიმართა.

შედეგად, 80 სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილი კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელიც ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი ერთგულებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამიტს “წარუმატებელი” უწოდა და განაცხადა, რომ არ აპირებენ მონაწილეობას მეორეში.

ასევე დაგაინტერესებთ

მირანდა ბაღათურია – რადგან საქმე მირიან ქავთარაძეს ეხება, პატიმრობის შუამდგომლობას ველოდი, მაგრამ როცა გააჟღერეს, რომ კრიმინალები ვართ, მაინც სახტად დავრჩი – მოსამართლემ 4000-ლარიანი ჯარიმით გამომიშვა იმისთვის, რაც არ ჩამიდენია

ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე ცვლილებების „ძალიან სწრაფად“ განხორციელებას ეხებოდა, თუმცა მომდევნო 100 დღის განმავლობაში კონგრესმა და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გადადგან ნაბიჯები

ზურაბ ჯაფარიძე – მოიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც ზღაპრები ილაპარაკეს – ჩვენ გვქონდა იმ დღის კადრები მოტანილი, სადაც ნათლად ჩანდა, რომ როდესაც მირიან ქავთარაძე გადიოდა, არც ანა და არც მირანდა არ ჩანდა