თითქმის ერთი წელია, ველოდებით, რომ რაღაც შეიცვლება პარტიაში და მწყობრში ჩადგება, მაგრამ, ხაბეიშვილის ხელში, ეს არასდროს მოხდება – დღემდე ანგრევს პარტიას – ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე

თბილისთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ წავიდნენ რეგიონებშიც. ზუგდიდი, ხობი, ფოთი, ქუთაისი, ჭიათურა, ამბროლაური, ახალციხე, კასპი და მცხეთა – ამ ქალაქებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარტიის თავმჯდომარეს გადადგომისა და, პარტიის დაშლის გამო, პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.
მოძრაობის წარმომადგენლები ფოთიდან ამბობენ, რომ ხაბეიშვილს, ბოლო ათი თვის განმავლობაში, პარტიის ნგრევის გარდა, არაფერი გაუკეთებია და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს.
“თითქმის ერთი წელია, ველოდებით, რომ რაღაც შეიცვლება პარტიაში და მწყობრში ჩადგება, მაგრამ, ხაბეიშვილის ხელში, ეს არასდროს მოხდება. სანამ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, უხვი დაპირებები გასცა. ყველა გაყარა პოლიტსაბჭოდან და თავისებურად, დღემდე ანგრევს პარტიას. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და ამიტომ, მოვთხოვეთ მას, რომ მთელი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე და გადადგეს,” – აცხადებს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს