ჩინეთი უარყოფს ტაჯიკეთში სამხედრო ბაზის მშენებლობას

დუშანბეში მდებარე ჩინეთის საელჩომ 15 ივლისს უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ პეკინი ტაჯიკეთში სამხედრო ბაზას აშენებს და ამ ინფორმაციას “უსაფუძვლო” უწოდა.
საელჩომ ამ განცხადებით უპასუხა The Daily Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას სატელიტურ ფოტოებზე გამოსახული ნაგებობებით, რომლებიც, გამოცემის თანახმად, ვერტმფრენთა სადგომია და მდებარეობს ტაჯიკეთის შაიმაკის რეგიონში, ავღანეთის საზღვართან.
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ დუშანბე და პეკინი “აქტიურად თანამშრომლობენ გამოწვევებთან და საფრთხეებთან გამკლავების საკითხებზე”. განცხადების თანახმად, ქვეყნები თანამშრომლობენ სასაზღვრო ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების ტრეფიკინგთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროებში. სამხედრო ბაზის არსებობას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე