კალაძე რუხაძეზე: ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი ტელეკომპანია იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებას ეხმაურება და ირწმუნება, რომ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის სუვერენიტეტისთვის “პრობლემას წარმოადგენს”.
ამ კონტექსტში ის ამბობს, რომ “ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება”.
“ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის – სუვერენიტეტისთვის, პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით, არსებობენ ასეთი ადამიანები, ეს მათი დამოკიდებულებაა. ჩვენ ახლა რა გვინდა, თუ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და სახელმწიფოს, მაშინ უნდა მივცეთ ყველა აზრს არსებობის უფლება”, – ამბობს კახა კალაძე.
იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის აზრით, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციაზე ჩანაწერი “სისულელეა”.