შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში წარსულში ნასამართლევმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დანით დაჭრა. მათივე ცნობით, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.ც. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა” – წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე
მუხლით მიმდინარეობს
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.