მე ველოდები ყველას, ვისაც ამ ქვეყნის გადარჩენა უნდა და მე ამ სიაში ჩავდგები ბოლოს, ოღონდ ეს ქვეყანა გადარჩეს. ჩვენ ვართ ზღვარზე.
მელიასაც მივესალმები და ყველას მივესალმები. გახარიას პარტიის წევრებს მივესალმები, მაგრამ გახარიასთან მე მაქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემა. პიროვნულად არა, მე არ ვარ ის ადამიანი, მით უმეტეს, როცა სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი ჩემთვის პიროვნული არ არსებობს, პირდაპირ გეუბნებით, არსებობს საერთო მიზანი, რომლისკენაც მე დაჟინებით მივიწევ […] გახარიასთან პრობლემა აქვს სახელმწიფოს. […] მთავარი კითხვა არის რატომ მოკლა ეს [ანაკლიის] პროექტი ? და თუ მოკლა იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძემ ვერ გააკეთა, რატომ არ დაამთავრა, როგორც პრემიერმინისტრმა? თვითონ რატომ არ დაამთავრა? ეს ბანკები და ექსპროპრიაცია რატომ გაუკეთა? […] პრემიერი როცა ხარ, პასუხისმგებლობა შენზეა.
თქვა ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში ღამის მთავარი ეკა კვესიტაძესთან ერთად.2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო.
2021 წლის მაისში გახარიამ თქვა, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლის მიზეზი “უხარისხო ინვესტორი იყო”. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 3 ნოემბერს ისაუბრა.