“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ – რას ჰყვება პაციენტი და რას პასუხობს მას ექიმი?

“ასე ვატარებდი მაკრატელს 2 წელი მუცლით, ელენთა ამოიღეს და “ზაჟიმი“ ჩამიტოვეს“ – რას ჰყვება პაციენტი და რას პასუხობს მას ექიმი?
ექიმ­მა პა­ცი­ენტს მუც­ლის ღრუ­ში მაკ­რა­ტე­ლი ჩა­უ­ტო­ვა. 32 წლის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, ნანა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი კუ­რი­ე­რი P.S- თან შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს.
რო­გორც ის ჰყვე­ბა, 2 წლის წინ ელენ­თის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რის შემ­დე­გაც თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­და. გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებ­და, თუმ­ცა 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მებ­მა მუც­ლის ღრუ­ში ჩა­ტო­ვე­ბუ­ლი მაკ­რა­ტე­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.
“საშ­ვი­ლოს­ნოს მარ­ცხე­ნა მხრი­დან პირ­ველ ნეკ­ნამ­დე იყო მაკ­რა­ტე­ლი. ასე ვა­ტა­რებ­დი 2 წელი, მუც­ლით – ელენ­თა ამო­ი­ღეს და “ზა­ჟი­მი“ ჩა­მი­ტო­ვეს. თვი­თონ ამ­ბობ­და, რომ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და ოპე­რა­ცია, თუმ­ცა ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან ცუ­დად. მქონ­და მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, ვერ ვჯდე­ბო­დი, ვერ ვდგე­ბო­დი და სა­წოლ­ში ვი­წე­ქი. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ეს იყო პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­სა­ღე­ბი იყო.“
მისი თქმით, ჩარ­ჩე­ნი­ლი მაკ­რა­ტე­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ აღ­მო­ა­ჩი­ნა. კლი­ნი­კამ ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის კად­რე­ბი გა­და­ი­ღო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ამო­აქვთ მაკ­რა­ტე­ლი მუც­ლი­დან.
“მი­თხრეს, რომ ორ­გა­ნიზ­მში მაქვს უცხო სხე­უ­ლი და თა­ვი­დან გა­საჭ­რე­ლი ვი­ყა­ვი. მარ­ცხე­ნა მხა­რეს წა­ვი­და თრომ­ბე­ბი. თქვეს, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­საჭ­რე­ლიც გახ­დე­სო“, – იხ­სე­ნებს ნანა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.
თა­ვად ქი­რურ­გი კი აცხა­დებს, რომ პრაქ­ტი­კა­ში ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ­სე­ბობს, სწო­რედ ამი­ტომ ხელ­სა­წყო­ე­ბი ისე­თი ტი­პის მე­ტა­ლის­გან მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მთთან თავ­სე­ბა­დია
“და­ი­გეგ­მა ოპე­რა­ცია. ოპე­რა­ცია იყო რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი. დამ­თავ­რდა წარ­მა­ტე­ბით. ექოს­კო­პი­ე­ბი უკეთ­დე­ბო­და ზედა ზო­ნა­ში, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და და იქ არა­ფე­რი მსგავ­სი არ იყო. მე საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, 32 წე­ლია ქი­რურ­გი­ა­ში ვარ და ეს ჩემ­თვის მო­რა­ლუ­რა­დაც ძა­ლი­ან დამ­თრგუნ­ვე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ არის მსოფ­ლი­ო­ში ამის სტა­ტის­ტი­კა და ხდე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი. არ მინ­და ჩა­ვი­დე სიღ­რმე­ებ­ში, ჯო­ბია იმ­სჯე­ლოს კომ­პე­ტენ­ტურ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა.
ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, პრო­ცენ­ტუ­ლად, თრომ­ბო­ზე­ბის დიდი ალ­ბა­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­მე­ლიც ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ხდე­ბა. ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც იყო ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არის სტე­რი­ლუ­რი მომ­ჭე­რი. ქარ­ხნე­ბიც კი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ამ ნი­უ­ან­სებს და უმე­ტე­სო­ბა ისე­თი მა­სა­ლის­გან მზად­დე­ბა, რომ ორ­გა­ნიზ­მთან შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა არის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნი­ლი“, – აცხა­დებს ქი­რურ­გი.
ფაქტს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო იკ­ვლევს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით