პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა, პოლიტიკაში ტემპერატურა დაწიონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო ყოფილ პრეზიდენტზე, ნოემბრის არჩევნებში თავის პოტენციურ მეტოქე დონალდ ტრამპზე თავდასხმა და განაცხადა, რომ პოლიტიკა მშვიდობიანი დებატების ადგილი უნდა იყოს და არა ბრძოლის ველი.
ბაიდენმა ამერიკელებს ვაშინგტონის დროით 14 ივლისის საღამოს რვა საათისთვის, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა და მოუწოდა, პოლიტიკაში ტემპერატურა დაწიონ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ყველას პასუხისმგებლობაა გააგრილონ ქვეყანაში ძალიან გაცხელებული პოლიტიკური რიტორიკა. ს თქმით, ამერიკაში სადავო საკითხებს საარჩევნო უბნებზე აგვარებენ და არა ტყვიების დახმარებით.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივები ჰქონდა თავდამსხმელს, რა შეხედულებები და ჰყავდა თუ არა მხარდამჭერები.
ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მიმართა, გამოვიდნენ ჩაკეტილი წრიდან, სადაც მხოლოდ იმათ უსმენენ, ვისაც ეთანხმებიან და გააფრთხილა დეზინფორმაციის რისკის და იმ გარეშე ძალების შესახებ, რომლებიც წინასაარჩევნოდ განხეთქილებას აღვივებენ მათთვის სასურველი შედეგების მისაღწევად.
დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ ინტერნეტით ვრცელდება არაერთი ინფორმაცია შეთქმულების თეორიების შესახებ, რომელიც რაიმე მტკიცებულებებს არ ეფუძნება.
შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 13 ივლისს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ს საარჩევნო მიტინგზე ცეცხლი გახსნა 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსმა. ის პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეტელ-პარკში ცხოვრობდა. კრუქსის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
დონალდ ტრამპი, რომელიც კლინიკიდან მალევე გაწერეს, ამჟამად იმყოფება ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში. იქ დღეს, 15 ივლისს იწყება რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც ტრამპს ოფიციალურად წარადგენენ პრეზიდენტობის კანდიდატად.
დონალდ ტრამპმა თავდასხმის შემდეგ პირველ ინტერვიუში, რომელიც გამოცემა Washington Examiner-ს მისცა, განაცხადა, რომ ყრილობაზე გამოსვლის ტექსტი შეცვალა და ის ფოკუსირებული იქნება არა პრეზიდენტ ბაიდენის კრიტიკაზე, არამედ ქვეყნის ერთიანობაზე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის 5 ნოემბერს გაიმართება.