დონალდ ტრამპი – “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე ახლა სულ სხვა გამოსვლა მექნება – ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი და ეს შანსი მე მომეცა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, აცხადებს, რომ “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანად გადაწერა და ის ახლა პრეზიდენტ ს კრიტიკის ნაცვლად ერთიანობის აუცილებლობაზეა ორიენტირებული.
„სიტყვა, რომლით წარდგენასაც ვაპირებდი, შთამბეჭდავი იქნებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოსვლა“, – განაცხადა ტრამპმა Washington Examiner-თან ინტერვიუში და განმარტა, რომ მისი გამოსვლა ძირითადად პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკაზე იქნებოდა ორიენტირებული.
„სიმართლე გითხრათ, ახლა სულ სხვა გამოსვლა იქნება. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი. ეს შანსი მე მომეცა,” – აღნიშნა ტრამპმა.
-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ის მომენტი აღწერა, როდესაც პენსილვანიაში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხედა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ესროლეს.
„ენერგია, რომელიც იმ მომენტში იქ მყოფი ხალხისგან მოდიოდა; ძნელია იმის აღწერა, როგორი იყო ეს გრძნობა, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო უყურებდა. ვიცოდი, რომ ისტორია ამას განსჯიდა და ვიცოდი, მათთვის უნდა შემეტყობინებინა, რომ კარგად ვართ“, – აღნიშნა ტრაპმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მილუოკიში უკვე ჩავიდა, სადაც ის მიმდინარე კვირაში „რესპუბლიკელების“ ეროვნულ ყრილობას დაესწრება და პარტიის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იქ დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ