როდესაც პოლიტიკური ძალადობა კულმინაციას აღწევს, ის პოლიტიკა აუცილებლად იცვლება. დღეს დასავლეთი ამ რეალობის წინაშე დგას

როდესაც პოლიტიკური ძალადობა კულმინაციას აღწევს, ის პოლიტიკა აუცილებლად იცვლება. დღეს დასავლეთი ამ რეალობის წინაშე დგას
დგას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმიანება. ლიბერალური ფაშიზმი კლავს, როგორც იდეოლოგიით, ასევე ტყვიით,“- ასე აფასებს თამარ ჩიბურდანიძე ტრამპზე თავდასხმას და ს პრემიერ – მინისტრზე თავდასხმასაც იხსენებს. ჩიბურდანიძეს თქმით, საარჩევნო ბრძოლა ამერიკაში დაუნდობელი იქნება ამაზე კი, განვითარებული მოვლენები მეტყველებს. ჩიბურდანიძის თქმით, მაშინ როდესაც დემოკრატიის ასეთი დარღვევაა ამერიკაში, მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტია საქართველოზე საუბარი. “ლიბერალური ფაშიზმი კლავს, როგორც იდეოლოგიით, ასევე ტყვიით და ეს უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ. გუშინ ფიცოს, დღეს კი ს მკვლელობის მცდელობა თანამედროვე პოლიტიკის კრახია. დასავლური პოლიტიკა ჩიხშია და ამ ჩიხიდან გამოსვლას არსებული პოლიტიკის მესვეურები ვერ შეძლებენ. როდესაც პოლიტიკური ძალადობა კულმინაციას აღწევს, ის პოლიტიკა აუცილებლად იცვლება. დღეს დასავლეთი ამ რეალობის წინაშე დგას.
რესპუბლიკელების მოტივაციას რომ დავუმატოთ ტრამპის მკვლელობის მცდელობით გამოწვეული სიბრაზე, ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად დაუნდობელი ბრძოლა იქნება ამერიკაში საარჩევნოდ. დღეს ამერიკა გლობალური პოლიტიკის ცვლილებების ეპიცენტრია. ამერიკის სამაგალითო დემოკრატია ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს: წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მასშტაბური გაყალბების ბრალდება, შემდეგ სასამართლო პროცესები და მეტოქის გზიდან ჩამოცილების მცდელობა, დღეს უკვე ეს შემზარავი ფაქტი.. როდესაც საკუთარი ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არ არის, უფრო მეტიც, დემოკრატიის ასეთ მარცხს ვხედავთ, ჩვენზე ნუ ექნებათ პრეტენზიები. საქართველო ნამდვილად სამაგალითოა დღეს დემოკრატიის პრინციპების დაცვის, სიტყვის და არჩევანის თავისუფლების კუთხით. გადარჩენას ვულოცავთ პრეზიდენტობის კანდიდატს – დონალდ ტრამპს. ამერიკელ ხალხს კი, მშვიდობას და ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში ს ჩატარებას ვუსურვებთ,“-წერს ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას