ზურაბ ჭიაბერაშვილი – დასავლეთი და აშშ იცავს და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს და წუხს ისეთი ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები

დასავლეთი და იცავს და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს და წუხს ისეთი ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სხვა გზას „ქართული ოცნება“ ჩვენს მეგობრებს არ უტოვებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის ამბობს, რომ „შეშფოთებულია იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც მთავრობამ ბოლო თვეებში მიიღო“.
მისივე თქმით, საქართველოს მომავლის ხედვა „ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს ს პირით გვითხრა“.
„ივანიშვილმა 29 აპრილს საქართველოს მოქალაქეებს გამოუცხადა, რომ მას საქართველო წარმოუდგენია დასავლეთისგან იზოლირებული და ავტორიტარული ქვეყანა, რომლის მკაფიო ნიშანი არის „რუსული კანონი“. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაუქმებულია ქართველი ხალხის ნება და ქართველი ხალხის ნება და სუვერენიტეტი გამოიხატება ორ ბაზისურ რამეში – პირველი ეს არის აირჩიოს ხელისუფლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში და მეორე, ქართველმა ხალხმა სწორედ ასეთ არჩევნებში არჩეული ხელისუფლების მეშვეობით გაატაროს ის საგარეო კურსი, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას გამოხატავს. ორივე მიმართულებით ივანიშვილი აუქმებს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს. დასავლეთი და შეერთებული შტატები სცემს პატივს ხალხების ნებას, სუვერენიტეტს და საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი მხარდაჭერილია და დგას სწორედ იმ საერთაშორისო წესრიგზე, რომლის გარანტია შეერთებული შტატები და რომელსაც ანგრევს . აქედან გამომდინარე, დასავლეთს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ის დგამს, არ გააჩნია, რომ დაიცვას პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი და უფლება აირჩიოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხელისუფლება. დასავლეთი წუხს ასეთი ნაბიჯების გადადგმის გამო და კარგად ესმით, რომ ამ ნაბიჯების ნაწილმა შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სხვა გზას „ქართული ოცნება“ ჩვენს მეგობრებს არ უტოვებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.