ოკუპანტების მიერ გატაცებული თემურ ხომასურიძე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი – ახალი დეტალები სოფელ აძვიდან

საოკუპაციო ძალები ქართულ სოფლებში პროვოკაციებსა და მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას განაგრძობენ. შეიარაღებული ფორმიანების მიერ გორის მუნიციპალიტეტში გატაცებული, თემურ ხომასურიძე, დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “მილიციის” წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, 60 წლის კაცი მაშინ აიყვანეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა. ოკუპანტები, ისე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც თავად გადმოვიდნენ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ხომასურიძე წაიყვანეს.
ინციდენტი სოფელ აძვში, მდინარე აძურასთან მოხდა. გატაცებულის თანასოფლელების თქმით, შეიარაღებული ოკუპანტები ძაღლებით, საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან მარტივად გადმოდიან, ხალხს უსაფრდებიან და იჭერენ. ასევე ამბობენ, რომ ამის გამო მათ უკვე მრავალი ნაკვეთი და სალოცავები დაკარგეს.
სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით თვითმხილველი უკვე დაკითხეს. მან პოლიციელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, გატაცებული ადამიანების დასაბრუნებლად ყველა ბერკეტია ამოქმედებული. ამ დროისთვის, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში, მხოლოდ ცხინვალის ციხეში საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ