უკრაინის თავდაცვამ რუსული საარტილერიო სისტემა Akatsiya გაანადგურა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული საარტილერიო სისტემა 2S3 Akatsiya გაანადგურა. უწყების ცნობით, SOF-ის 73-ე საზღვაო ცენტრის ოპერატორებმა სამხრეთით აღმოაჩინეს და შენიღბული რუსული 2C3 Acacia თვითმავალი საარტილერიო სისტემა ამოიცნეს.
უკრაინელების ზუსტმა დარტყმამ რუსული საბრძოლო მანქანა გაანადგურა.

საარტილერიო სისტემის განადგურების ზუსტი დრო უცნობია, რადგან უწყება სენსტიურ ინფორმაციას დაგვიანებით აქვეყნებს.