ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია – სროლის შედეგად დაიღუპა 1 პირი, დაიჭრა 2

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც -ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლა, იდენტიფიცირებულია, როგორც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი.
“FBI-მ დაადგინა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, პენსილვანიიდან, როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის ს მკვლელობის მცდელობაში 13 ივლისს, პენსილვანიაში… ეს რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ნებისმიერს, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, შეუძლია გამოაგზავნოს ფოტოები ან ვიდეოები ონლაინ მისამართზე (FBI.gov/butler), ან დარეკოს FBI-ში (1-800-CALL-FBI),” – განუცხადა FBI-იმ Fox News Digital-ს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 1 პირი, 2 კი კრიტიკულად დაშავდა. პენსილვანიის შტატის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, ჯორჯ ბივენსის ინფორმაციით, სამივე მათგანი ზრდასრული კაცია.
„ჩვენ შევატყობინეთ ოჯახის რამდენიმე წევრს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეცნობებინათ ფართო ოჯახისთვის“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ