ვფიქრობ, რომ ყველა აუცილებლად უნდა დაფიქრდეს და რაღაცნაირად, საერთო, რაც მიხელ სააკაშვილისათვის, ამ პოლიტიკური პარტიისთვის და მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი უნდა შევჯერდეთ.
[სიტუაცია] კაიმანების და იაგუარების ბრძოლას ჰგავს ყოველდღიურად და ჩვენი ამომრჩეველი, რომელიც გვიყურებს სოფლიდან, ქალაქიდან ძალიან გულდაწყვეტილია, ძალიან დაჩაგრულია.
მე რაიონიდან ვარ და სადაც არ უნდა წავიდე, ვისთანაც არ უნდა მივიდე არის ძალიან გულდაწყვეტილი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს ჯანჯღარი უნდა დასრულდეს და პარტია, ასე ვთქვათ, ფუნქციური უნდა გახდეს უფრო. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა ამაზე უნდა იფიქროს, თუ მართლა გულწრფელად უნდა რომ ეს პარტია განვითარდეს, მიხეილ სააკაშვილმა მალე დააღწიოს საპყრობილეს თავი და პრორუსული რეჟიმი, რომელიც გვაზის თავზე აღარ გვყავდეს.