“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტი – კარგად არის და სამართალდამცავების მადლიერია

დონალდ ტრამპი კარგად არის და სამართალდამცავების მადლიერია, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის (RNC) ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ის მოუთმენლად ელის, რომ შემოგიერთდეთ მილუოკიში. ის გააგრძელებს თავისი ხედვის – “გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი” – გაზიარებას“, – ნათქვამია ტრამპის საარჩევნო კამპანიისა და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის განცხადებაში.
ამასთან, მანამდე, დონალდ ტრამპმა განცხადება გაავრცელა მის მიერ დაარსებულ პლატფორმაზე – Truth Social-ზე, სადაც სამართალდამცავებსა და საიდუმლო სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც მთავარია, მინდა მივუსამძიმრო მოკლულის ოჯახს და ასევე, მძიმედ დაშავებულის ოჯახს. წარმოუდგენელია, რომ ასეთი ქმედება შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. მე მესროლეს ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. როცა ზუზუნის და სროლის ხმა გავიგონე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ და მაშინვე ვიგრძენი ტყვია კანში. დიდი სისხლდენა იყო, ამიტომ მივხვდი, რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!”- წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – არ მინდა ვივარაუდო, რომ უკრაინის ელჩმა მისი ჩვენს ქვეყანაში დანიშვნა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებებისთვის გამოიყენოს – ვისურვებდი, რომ პოზიტიური ყოფილიყოს ეს ნაბიჯი

გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკის სიმართლე არ მოეწონა, რასაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია, ახლა დანიშვნა რას ნიშნავს? – როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და რომ ვერ შეძლეს, გადატვირთვის პოლიტიკა მიდის