ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია

-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, -ის პრეზიდენტობის კანდიდატს რესპუბლიკური პარტიიდან თავს 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი დაესხა.
FBI-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა და სროლის შემდეგ საიდუმლო სერვისმა მოკლა, პენსილვანიის შტატიდან იყო.
CNN- წერს, რომ კრუქსი თავადაც რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლად იყო რეგისტრირებული, თუმცა აშშ-ის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები პირველი იქნებოდა, რომელში მონაწილეობის უფლებაც ასაკით ექნებოდა.
ამასთან, ფედერალური საარჩევნო კომისიის ჩანაწერებით, თომას კრუქსმა 2021 წელს 15 დოლარი შესწირა დემოკრატების პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს.
არსებული ინფორმაციით, კრუქსმა ტრამპს, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრას მართავდა, მიმდებარე შენობის სახურავიდან ესროლა. FBI-ს განცხადებით, შენობა დაცვის არეალს მიღმა იყო, თუმცა საიდუმლო სერვისის თანამშრომლებმა თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს.
CNN წერს, რომ კრუქსს თან არ ჰქონდა რაიმე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია და სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი დნმ-ნიმუში და ბიომეტრიული მონაცემები შეაგროვეს.
სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. თავად დონალდ ტრამპს დაზიანება ყურის არეში აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – არ მინდა ვივარაუდო, რომ უკრაინის ელჩმა მისი ჩვენს ქვეყანაში დანიშვნა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებებისთვის გამოიყენოს – ვისურვებდი, რომ პოზიტიური ყოფილიყოს ეს ნაბიჯი

გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკის სიმართლე არ მოეწონა, რასაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია, ახლა დანიშვნა რას ნიშნავს? – როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და რომ ვერ შეძლეს, გადატვირთვის პოლიტიკა მიდის