მეცნიერ რეზო ნაცვლიშვილის დაკრძალვაზე ჩამოსულმა ნანა ნაცვლიშვილმა და მისმა ოჯახმა აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე მამის სარგებლობაში მქონე ბინა დატოვა. იგი ამჟამად თბილისში იმყოფება და იმ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს, რითაც უკრაინელ ლტოლვილებს 10-დღიანი სასტუმროთი უზრუნველყოფენ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ოჯახს კვლავ ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება.
როგორც გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” წერს, ნანა ნაცვლიშვილი ამჟამად სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ სასტუმროში რჩება. გეგმავს სოციალურ სააგენტოს მიმართოს, ამ შემთხვევაში ოჯახი ბინის ქირისთვის 300 ლარს, კვებისთვის კი 45-ლარიანი დახმარების პაკეტს მიიღებს.
“27-ში ჩამოვედით თბილისში. აბასთუმანში სახლში ვიჯექით და გარეთ ვერ გამოვდიოდით, ოსერვატორიის დირექტორს ჰქონდა ნათქვამი, თუ ტერიტორიას დავტოვებდით, უკან აღარ შეგვიშვებდნენ. წამოვედით, სხვა გზა არ გვქონდა. პატარა ბავშვი მყავს, სკოლისთვის არის მოსამზადებელი, ქართულიც მინდა რომ ისწავლოს. მინდა სამუშაო ვნახო და აქ დავრჩეთ, მაგრამ თბილისში ძალიან ძვირია ბინები. ვეძებთ იაფიან ბინას გადახდა რომ შევძლოთ… კიდევ ერთხელ მივმართეთ დირექტორს, რომ მოგვცეს აბასთუმანში დარჩენის უფლება, რადგან თანამშრომლების შვილებს, კანონით აქვთ უფლება იქ დარჩენა ითხოვონ. იქ ყველა ასე ცხოვრობს და მარტო მე მეუბნებიან უარს”, – ამბობს ნანა ნაცხვლიშვილი “სამხრეთის კარიბჭესთან”.
იხილეთ ასევე:
· აბასთუმნის ობსერვატორიის ადმინისტრაცია გარდაცვლილი მეცნიერის შვილს ბინიდან ასახლებს