დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს

სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მხარდამჭერებთან დონალდ ტრამპის შეხვედრის დროს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება შესაძლო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოძიებაში ჩართულია რამდენიმე ფედერალური უწყება. გამოძიების ფედერალური ბიურო ადგილზეა.