მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები

მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს თუშეთში, ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის თითოეული პუნქტი იქნა განხილული, იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიტვირთოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ამ თვალსაზრისით ქვეყანა დაუახლოვდეს ევროპულ მაჩვენებელს.
„ჩვენ თითოეული პუნქტი განვიხილეთ. ჩვენი ამოცანა იყო, რომ მაქსიმალურად განგვეტვირთა სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპულ მაჩვენებელს ამ თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც უზრუნველყოფს ასეულობით პატიმრის გათავისუფლებას ისე, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ შეექმნას პრობლემები”, – განაცხადა პრემიერმა.
Next: 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდად ქვეყანასთან შედარებით ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამისთვის გაგრძელდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა

ასევე დაგაინტერესებთ

ვიღაც რომ უზარმაზარი თანხის არალეგალურად გათეთრებას ცდილობს, ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ეს კარგი საქმისთვის არ არის გამიზნული. ამ საქმეს კი არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია ჰქვია-მიზანი კი ხალხის უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების შეცვლაა

რადიკალებს რევოლუციის “თეთრი ფული” გაუქრათ და დღეს ვიგებთ, რომ პროკურატურამ და სუს-მა 700 მილიონის გამთეთრებელი, გარედან შემომტანი დააკავა-იმთავითვე ცხადი იყო, რომ NGO კლასტერი ამ სქემაზე გადაერთვებოდა