ღაზაში განხორციელებული საჰაერო იერიშის სამიზნეს „ჰამასის“ სამხედრო მეთაური წარმოადგენდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისის ალ-მასავის რაიონში განხორციელებული საჰაერო დარტყმების სამიზნეებს „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური მუჰამედ დეიფი და ხან იუნისის ბრიგადის მეთაური რაფაა სალამე წარმოადგენდნენ.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ალ-მასავის ბანაკზე განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე 71 ადამიანი დაიღუპა და 289 დაშავდა.