ირაკლი პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებაზე – მჯერა, მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს – 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის

ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ამგვარი გადაწყვეტილებები პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს.
მისივე თქმით, 2030 წლისთვის საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
„ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება. ეს ურთიერთობების გაჯანსაღებას არ წაადგება. 3 – 4 წლის განმავლობაში საქართველოში ისეთი პროცესები განვითარდა, რომ თვისობრივად გარკვეული სირთულეები შეიქმნა ურთიერთობებში და ამას გადატვირთვა და გაჯანსაღება სჭირდება.
ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს.
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს